spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

16 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ

თბილისის მოსახლეობას 18-მეტრიანი ავტობუსები 16 მარტიდან უკვე N301 მარშრუტზეც მოემსახურება.

 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს.

 

“16 მარტს უკვე მეოთხე მარშრუტზე გავლენ MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი შედეგი მგზავრებისთვის უკვე შესამჩნევია: 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს, რაც იმ უბნებისთვის, სადაც ეს მარშრუტები გადის, დიდი შეღავათია. ამ მიმართულებით იყო პრობლემები, გადატვირთული ავტობუსები, რაც მგზავრებისთვის გადაადგილებას ართულებდა. როგორც იცით, პირველ ეტაპზე შემოყვანილი 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N302, N308 და N314 მარშრუტზე და ასევე, 16 მარტიდან გავლენ N301 მარშრუტზე, რომელიც მგზავრებს მოემსახურება ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან („თბილავიამშენის“ მიმდებარედ) რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩამდე“, – განაცხადა კალაძემ.

 

მისივე თქმით, დანარჩენი 110 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მსგავსი დატვირთვის ხაზებზე გადანაწილდება.

 

“ველოდებით კიდევ 110 ერთეულ ავტობუსს, რომელიც დატვირთულ ხაზებზე გადანაწილდება. ჯამში, 160 ერთეული ავტობუსი გვყავს შეძენილი. ასევე, დაწყებული გვაქვს დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ პროცედურები უკვე დაიწყო. პარალელურად, მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგება, რომ 18-მეტრიანმა ავტობუსებმა დედაქალაქში გადაადგილება დაუბრკოლებლად შეძლოს“,- განაცხადა თბილისის მერმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები