ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 39.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 825 129 ადამიანია.
დედაქალაქში ამომრჩევლის აქტივობა 38.7%-ია.
15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 31,82%-ს შეადგენდა.