უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 17 200 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 29.03-მდე:
ტანკები – 597, ჯავშანტექნიკა – 1 710, საარტილერიო სისტემები – 303, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 96, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 54, თვითმფრინავი – 127, ვერტმფრენები – 129, საავტომობილო ტექნიკა – 1 178, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 7, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 73, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 71, სპეციალური ტექნიკა – 21.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.