spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

17 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

17 ქვეყანა – ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადება ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ნიდერლანდების წარმომადგენელმა წარადგინა.

“ჩვენი ქვეყნები სამ ათეულ წელზე მეტია, საქართველოსა და ქართველ ხალხთან პარტნიორობის ერთგულნი არიან. ჩვენ ვმუშაობდით საქართველოს მთავრობებთან საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ქართველი ბავშვების განათლების გასაუმჯობესებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ “ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ახორციელებენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით.

ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ “ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას, მათ შორის თვითნებურ დაკავებებსა და ფიზიკურ ძალადობას, რათა გააჩუმოს თავისი კრიტიკოსები. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და თვითნებური დაკავებებისგან თავისუფლების პატივისცემის შესახებ ეუთოს საერთო ვალდებულებების შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს, შეწყვიტოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ რეპრესიული, გადამეტებულად ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დემონსტრანტები, მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციონერები და სხვები, რომლებიც დააკავეს თავიანთი უფლებების მშვიდობიანი გამოყენებისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირები ასევე პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოები, ჩვენ შევისწავლით ყველა მექანიზმს ეუთოს კონტექსტში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს. ჩვენი ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები