უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 359 230 (+960) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 31.12.2023-მდე: ტანკები – 5977 (+8), ჯავშანტექნიკა – 11 070 (+17), საარტილერიო სისტემები – 8464 (+30), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 943 (+4).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 623 (+2), თვითმფრინავები – 329 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 6591 (+37), ფრთოსანი რაკეტები – 1709 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 23 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 11 292 (+48), სპეციალური ტექნიკა – 1268 (+8).