spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი დაუმორჩილებლობას აცხადებს

3 დეკემბრიდან 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას, – ამის შესახებ თბილისის 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილის განცხადებაშია აღნიშნული.

“3 დეკემბრიდან 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და პროტესტის გამოსახატავად დავდგებით სკოლის წინ დილის რვა საათზე, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

ჩვენი მოთხოვნაა საქართველო დაუბრუნდეს, ევროპულ კურსს! ჩვენი მოთხოვნაა ეროვნულ საგამოცდო პროგრამაში დაბრუნდეს ანტირუსული ნაწარმოებები და წლები. ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს მშვიდობიან აქტივისტებზე უმოწყალო ძალადობა.

ჩვენი მოთხოვნაა გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაპატიმრებული მოქალაქეები! სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს რუსეთზე, ეს გვინახავს წარსულში და ვნახავთ ახლაც!

რა თქმა უნდა, მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ სასწავლო პროცესზე დასწრება, არ შეექმნებათ პრობლემა, ჩვენ არანაირ პროპაგანდას არ ვეწევით! ხოლო ვისაც სურს გაპროტესტება იმ უმსგავსობის, რაც დღეს ჩვენს სამშობლოში ხდება, ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები