spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

18:00 საათიდან პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

დღეს, 18:00 საათიდან საქართველოს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, –  განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

უსაფრთხოების დამატებითი ზომებით დადგენილი შეზღუდვები არ შეეხებათ მედიის წარმომადგენლებს. 

 

“8 ნოემბერს, 18:00 საათიდან „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

 

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები