დღეს, 19:00 საათზე სტუდენტური მარში გაიმართება. სტუდენტები რუსთაველის მეტროდან მსვლელობით პარლამენტთან მივლენ.
“დღეს საქართველოში არსებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიკრიბებით 19:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა.
ვიკრიბებით, რომ:
1. ვუთხრათ – არა რუსულ კანონს!
2. ვუთხრათ – არა რუსულ რეჟიმს!
3. ვუთხრათ – არა ძალადობას!
4. ვუთხრათ – კი ევროპას!
ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას! პასუხი ისევ ერთია – ვერ შეგვაშინებთ”, – აცხადებენ ორგანიზატორები.