spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

19 900 ჯარისკაცი, 750-ზე მეტი ტანკი, 150 თვითმფრინავი – რუსეთის საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 50 დღის განმავლობაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.              

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 19 900 ჯარისკაცი დაკარგა.              

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 14.04-მდე:                  

 

ტანკები – 753, ჯავშანტექნიკა – 1 968, საარტილერიო სისტემები – 366, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 122, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 64, თვითმფრინავი – 150, ვერტმფრენები – 144, საავტომობილო ტექნიკა – 1 437, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 7, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 134, სპეციალური ტექნიკა – 25, გამშვები სისტემა – 4.            

 

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები