spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

19 ტანკი და 1500-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 488 460 (+1520) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 16.05.24-მდე: ტანკები – 7529 (+19), ჯავშანტექნიკა – 14538 (+30), საარტილერიო სისტემები – 12565 (+27), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1070 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 798 (+0), თვითმფრინავები – 351 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 10028 (+13), ფრთოსანი რაკეტები – 2200 (+1).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 17048 (+93), სპეციალური ტექნიკა – 2062 (+1).

 

რუსეთმა ბოლო პერიოდში ხარკოვის ოლქზე თავდასხმის მცდელობები გააძლიერა. სწორედ ამიტომ გაიზარდა რუსული დანაკარგები ბოლო დღეებში. 14 მაისს ოკუპანტების დანაკარგი 1700-ზე მეტი იყო, 15 მაისს 1500-ზე მეტი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები