უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 772 280 (+1860) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 21.12.24-მდე: ტანკები – 9594 (+10), ჯავშანტექნიკა – 19 841 (+18), საარტილერიო სისტემები – 21 252 (+32), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1256 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1027 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 20 685 (+85), ფრთოსანი რაკეტები – 2947 (+4).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 31 891 (+98), სპეციალური ტექნიკა – 3662 (+0).