spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პავლიუკი – ერთ კვირაში მტერმა უკრაინაში 9 000-მდე ჯარისკაცი, ასევე 1278 ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა დაკარგა

სექტემბრის მესამე კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 8620 რუსი სამხედრო მოსამსახურე გაანადგურეს. ასევე შესაძლებელი გახდა 224 საარტილერიო სისტემის და 159 ჯავშანტექნიკის განადგურება, – ამის შესახებ სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე პავლიუკი სოციალურ ქსელში წერს.

“15-დან 22 სექტემბრამდე მტერმა დაკარგა 8620 ჯარისკაცი.

ასევე განადგურებულია – 88 ტანკი; 159 ჯავშანტექნიკა; 224 საარტილერიო სისტემა; 9 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა; 2 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 339 ერთეული სატრანსპორტო საშუალება; 60 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა.

გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის სულ მცირე 3 რაკეტა, 394 დრონი. სულ განადგურებულია – 1278 ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა”, – წერს პავლიუკი.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 642 420 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 1500 ბოლო 24 საათში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები