spot_img
spot_imgspot_img
spot_img

2 თებერვლის აქციაზე დაკავებულ რვავე პირს გირაო შეეფარდა

2 თებერვალს, “თბილისი მოლთან” სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ 8-ვე პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულების ნაწილს საპატიმრო გირაო 5 000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ნაწილს კი 3 500 ლარის ოდენობით.

გიგი უგულავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი წიგნაძე, ირაკლი ტაბატაძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე და ნიკოლოზ კუტუბიძე საპატიმროს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები