spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

20 ოქტომბერს თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროპას” იგეგმება

20 ოქტომბერს თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროპას” იგეგმება.

აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ დააანონსა.

მათი განცხადებით, ეს მარში საქართველოს ევროპულ მომავალს ეძღვნება, სადაც მოქალაქეები თავიანთ არჩევანს დააფიქსირებენ.

დეტალური გეგმები და შეხვედრის ადგილი კი უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებმა მსოფლიოს უნდა გააგონონ ხმა, რომ საქართველო ირჩევს ევროპას.

“მომავალი არჩევნები არის რეფერენდუმის ძალის მნიშვნელობის, სადაც მოქალაქეები დააფიქსირებენ საკუთარ არჩევანს – უნდათ მათ ევროპისკენ სვლა, თუ საქართველო დარჩება რუსული გავლენის ქვეშ. შესაბამისად, ამ მარშის მიზანი იქნება ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა  კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაგონოთ, რომ საქართველოში ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს ევროპას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები