spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

20 სექტემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

20 სექტემბერს, 18:00 საათზე პარლამენტში კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ.

 

“ქართული ხელოვნება და მეცნიერება საფრთხეშია.

 

კულტურის სამინისტროს პოლიტიკა ანადგურებს კულტურას – ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და ჩვენი სიამაყის მთავარ საყრდენს.

 

რეპრესიული პოლიტიკა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობას, მიზანმიმართულად აფერხებს თანამედროვე ხელოვნების და მეცნიერების განვითარებას, ახშობს თავისუფალი და კრიტიკული პროფესიული აზრის გამოხატვას; ცდილობს კულტურის მოთვინიერებას, შეზღუდვას, სამთავრობო პროპაგანდის ინსტრუმენტად ქცევას.

 

20 სექტემბერს, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი “მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშს წარადგენს.

 

20 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე, პარლამენტის სამოქალაქო შესასვლელთან ვიკრიბებით, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლები, ქართული კულტურის გულშემატკივრები. “სიმართლის საათის“ ფორმატში გავაჟღერებთ იმ უამრავ გადაუჭრელ პრობლემას, რომელთაც კულტურის სამინისტრო თავს ვერ ართმევს.

 

აქციაზე კულტურისა და მეცნიერების სექტორები დააყენებენ მკაფიო მოთხოვნებს. არა ცენზურას! კულტურა ცოცხალი და დამოუკიდებელია!” – აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები