2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და სამხედრო ბაზაზე. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ასევე, ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
ამით საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, 2 234 დაიჭრა/დაშავდა, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე. განადგურდა 53 სოფელი, ასი ათასობით ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება მოუწია, მათი დიდი ნაწილი დღემდე დევნილია.
2008 წლის 26 აგვისტოს კი რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” გამოაცხადა და საქართველოს 20% ოკუპაციის ქვეში მოექცა.