უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 232 300 (+600) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 06.07.2023-მდე: ტანკები – 4068 (+6), ჯავშანტექნიკა – 7932 (+15), საარტილერიო სისტემები – 4310 (+22), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 657 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 404 (+9), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 309 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3635 (+21), ფრთოსანი რაკეტები – 1264 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 6888 (+23), სპეციალური ტექნიკა – 605 (+7).
გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. გასული დღის განმავლობაში 38 შეტაკება მოხდა.