spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

21 ოქტომბრამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ოქტომბერს გვიან საღამოდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

20 ოქტომბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალთიან ზონაში მოთოვს, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი, 4-5 ბალიანი შტორმი.

 

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები