ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოძიების სახელმწიფო ბიუროსა და გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის ოქსანა მარჩენკოს მოძრავი და უძრავი ქონება – 154 ობიექტი დააყადაღა.
დაყადაღებულ ქონებას შორის არის – 30 მიწის ნაკვეთი, 23 სახლი, 32 ბინა, 26 მანქანა, 17 საპარკინგე სივრცე და 1 მოტორიზებული იახტა.
ოჯახს 25 კომპანიაში კაპიტალის წილიც ჩამოართვეს, რომელთა მფლობელიც მედვედჩუკის ცოლია.
ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. სახელმწიფოს ღალატში დადანაშაულებული დეპუტატი უკრაინის დატოვებას გეგმავდა.