spot_img
spot_imgspot_img
spot_img

24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა

24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი ემსხვერპლა”, – აღნიშნა სიჭინავამ.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  6 122  ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 792 პირი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები