Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 060 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 84 658 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 555 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 31.09%.