Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 751 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 934 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 415 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41%