spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

26-27 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინოვაციების ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს

26-27 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი KIUInnovate პლატფორმის ფარგლებში ინოვაციების პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს – “უნივერსიტეტების მესამე მისია: ინოვაციების ეკოსისტემის განვითარება საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის” უმასპინძლებს.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მონაწილეები ქართველ კოლეგებთან ერთად პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს და ვორკშოპებს ჩაატარებენ და ისაუბრებენ თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში და როგორ უწყობენ ისინი ხელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

 

ფორუმი აერთიანებს მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ელჩებს, ჩამოსულ სტუმრებს აშშ-დან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

 

ფორუმის დროს KIU-ს ასევე ეწვევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ფორუმის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა თემატური შეხვედრა და KIU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტების გამოფენა.

 

“KIUInnovate Business Forum აშშ-ის საელჩოს უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) და TUM International-თან პარტნიორობით KIU ინოვაციების საეტაპო ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვა და განვითარება უნივერსიტეტში. ფორუმი თავისი შინაარსით კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რაც ინოვაციების ჭრილში ბიზნესისა და ინდუსტრიის წინაშე დგას. ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტები კი მნიშვნელოვნად განავითარებს ქვეყნის ეკონომიკას.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მისიაა ადამიანური კაპიტალის მომზადების გზით, ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტებისთვის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიცემა. KIU თავისი სამეწარმეო სტრატეგიითა და საქმიანობით, ცდილობს წვლილი შეიტანოს მდგრადი ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოში, დაუკავშიროს ერთმანეთს სხვადასხვა ორგანიზაცია, ინდუსტრია, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სექტორი, განიხილოს ინოვაციური შესაძლებლობები რეგიონის ჭრილში და აქციოს ქუთაისი და, მთლიანად, რეგიონი ინოვაციების ჰაბად.

 

KIU-ს სასწავლო პროგრამები ითვალისწინებს სტუდენტების ჩართვას კერძო-საჯარო სექტორისა და დამსაქმებლების დახმარებით შემუშავებულ და განხორციელებულ სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორი წლის წინ, გერმანელ პარტნიორებთან – მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და TUM International GmbH-თან ერთად შეიმუშავა ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 2021 წელს KIU-მ დააფუძნა KIUInnovate – ინოვაციების ეკოსისტემის პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს KIU-ს მისიას – გახდეს ქვეყნის წამყვანი სამეწარმეო უნივერსიტეტი და შექმნას წარმატებული ინოვაციების ეკოსისტემა საქართველოში”, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://www.kiu.edu.ge/eng/innovations

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები