spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

26 აგვისტოს რუსების თავდასხმას უკრაინაში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 47 დაშავდა

რუსების მასიური თავდასხმის შედეგად 26 აგვისტოს, 7 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 47 დაშავდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ყველა დარტყმის ადგილზე სამუშაოები დასრულებულია.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 4 ბავშვია.

მაშველებმა ჩააქრეს 22 ხანძარი. ორი ადამიანი გადაარჩინეს. სულ სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 740 მაშველი და 176 ერთეული ტექნიკა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა დღეს მინიმუმ 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა აღნიშნა, რომ 102 რაკეტა და 99 დრონი ჩამოაგდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები