spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

26 ტანკი, 44 საარტილერიო სისტემა, 1 030 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 285 920 (+1030) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 13.10.2023-მდე: ტანკები – 4931 (+26), ჯავშანტექნიკა – 9313 (+49), საარტილერიო სისტემები – 6807 (+44), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 811 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 546 (+1), თვითმფრინავები – 316 (+0), ვერტმფრენები – 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5264 (+17), ფრთოსანი რაკეტები – 1531 (+0).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 9203 (+33), სპეციალური ტექნიკა – 967 (+1).

 

გენშტაბის ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში ფრონტებზე 64 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ავდეევკას მახლობლად მტრის 20 შეტევა მოიგერიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები