spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

27 თებერვალს საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე მაყურებელთა 50% დაიშვება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 27 თებერვალს რაგბის მატჩზე მაყურებლების 50 იქნება დაშვებული. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

 

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის 18:00 საათზე დაიწყება.

 

“27 თებერვალს იმართება საერთაშორისო მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასაშვები იქნება მაყურებელთა 50 პროცენტი“, – განაცხადა ღიბრაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები