spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

28 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება

რუსთაველის გამზირზე 28 ნოემბრის აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება.

ადვოკატი ნესტან ლონდარიძის განცხადებით, დაპატიმრებული პირები სასამართლოში იმყოფებიან.

“გადმოყვანილია არაერთი ადამიანი, ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს, ვცადეთ მოგვეძიებინა ინფორმაცია და სასამართლოში მოვედით, სადაც ვნახეთ, რომ მოყვანილი ჰყავთ დაკავებულები აქ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაკავებულებს წინასწარი დაკავების 24-საათიანი ვადა ამოწურული ჰქონდათ და გაუგრძელდათ 48 საათამდე ყველანაირი დასაბუთების გარეშე, მაგრამ დღეს გადმოიყვანეს მაინც სასამართლოში, რადგან არ ჰქონდათ იზოლატორში ადგილები რომ შეეყვანათ. პროცესი არის არაორგანიზებული და დაკავებულებმა მაქსიმალურად უნდა მიიღონ სამართლებრივი დახმარება“, – განაცხადა ადვოკატმა.

28-29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 150 პირი სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები