spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები.

“აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები