spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

29 050 ჯარისკაცი, 204 თვითმფრინავი, 170 ვერტმფრენი – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                      

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 29 050 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.                                        

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 22.05-მდე:  ტანკები – 1 285 (+7), ჯავშანტექნიკა – 3 141 (+25), საარტილერიო სისტემები – 599 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 201 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 93 (+0), თვითმფრინავი – 204 (+0), ვერტმფრენები – 170 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 194 (+16), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0),  ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 470 (+8), სპეციალური ტექნიკა – 43 (+0), საკრუიზო რაკეტები – 107 (+3).     

 

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები