უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 30 350 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 30.05-მდე: ტანკები – 1 349 (+11), ჯავშანტექნიკა – 3 282 (+12), საარტილერიო სისტემები – 643 (+12), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 205 (+2), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 93 (+0), თვითმფრინავი – 207 (+0), ვერტმფრენები – 174 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 258 (+18), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 507 (+3), სპეციალური ტექნიკა – 48 (+0), საკრუიზო რაკეტები – 118 (+2).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.