უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 363 070 (+790) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 05.01.24-მდე: ტანკები – 6011 (+9), ჯავშანტექნიკა – 11142 (+14), საარტილერიო სისტემები – 8604 (+30), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 949 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 631 (+1), თვითმფრინავები – 329 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 6771 (+18), ფრთოსანი რაკეტები – 1786 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 23 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 11463 (+40), სპეციალური ტექნიკა – 1313 (+9).