spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

33 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 70 წლამდე ქალს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გორში 33 წლის ლევან გვიმრაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 70 წლის ქალს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლოს გარდაცვლილ ლევან გვიმრაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც ბრალდებულთა წრის გაზრდას ითხოვენ, მათ შორის ბრალდებული ქალის შვილის დაკავებას, რადგან მათი თქმით, კონფლიქტი სწორედ მან დაიწყო.

 

პროცესზე ბრალდებულმა ქალმა დუმილის უფლება გამოიყენა. 

 

კონფლიქტი სარწყავი წყლის გამო, სოფელ კარბში თანასოფლელებს შორის მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცს ჯერ ჯგუფურად სცემეს, მოგვიანებით კი, მას 70 წლამდე ასაკის ქალმა თავში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, ის რამდენიმე დღეში დაიღუპა.

 

დაკავებულ 70 წლამდე ქალს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები