უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 277 660 (+340) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 29.09.2023-მდე: ტანკები – 4687 (+8), ჯავშანტექნიკა – 8972 (+10), საარტილერიო სისტემები – 6409 (+34), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 794 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 536 (+1), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 4991 (+34), ფრთოსანი რაკეტები – 1529 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 8836 (+21), სპეციალური ტექნიკა – 930 (+1).