spot_img
spot_imgspot_img
spot_img

4 000-ზე მეტი ოკუპანტი, 400 ერთეული ტექნიკა და 73 დრონი – რუსეთის სამხედრო დანაკარგები უკრაინაში 7 დღეში

ერთი კვირის განმავლობაში, 24-დან 30 აპრილამდე, უკრაინელმა სამხედროებმა 4090 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს 400 ერთეული ტექნიკის, 21 რაკეტის და 73 დრონის განადგურება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი წერს.

 

ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24-დან 30 აპრილამდე: პირადი შემადგენლობა – 4090, ტანკები – 24, ჯავშანტექნიკა – 58, საარტილერიო სისტემები – 77, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 5.    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 6, თვითმფრინავი – 0, ვერტმფრენები – 0, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 73, ფრთოსანი რაკეტები – 21. მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 0.                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  112, სპეციალური ტექნიკა – 18. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები