4 აპრილიდან ბორჯომის მუნიციპალურ ტრანსპორტს ოთხი მიმართულება ემატება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები სოფელ ჭობისხევის, ჩითახევის, დვირის, ქვაბისხევის და ახალი უბანის დასახლების მიმართულებით იმოძრავებენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, კვირა დღეს, არდაგანისა და ახალი უბანის დასახლებაში, ასევე სოფელ ლიკანში და ყვიბისში დაინიშნა მუნიციპალური ტრანსპორტი.
უახლოეს მომავალში მუნიცპალური ტრანსპორტის დანიშვნა დაბა ახალდაბის მიმართულებითაც იგეგმება.