უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 361 500 (+680) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.01.24-მდე: ტანკები – 5990 (+0), ჯავშანტექნიკა – 11107 (+7), საარტილერიო სისტემები – 8546 (+15), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 945 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 629 (+3), თვითმფრინავები – 329 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 6748 (+36), ფრთოსანი რაკეტები – 1783 (+73).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 23 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 11391 (+26), სპეციალური ტექნიკა – 1298 (+14).