უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 461940 (+880) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 24.04.24-მდე: ტანკები – 7242 (+1), ჯავშანტექნიკა – 13928 (+12), საარტილერიო სისტემები – 11808 (+43), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1048 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 771 (+2), თვითმფრინავები – 348 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 9439 (+32), ფრთოსანი რაკეტები – 2117 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 15892 (+47), სპეციალური ტექნიკა – 1944 (+8).