Front News-ის ინფორმაციით, 46 წლის თენგო კაკიაშვილი, რომელმაც გერმანიაში საკუთარ მეუღლეს ბენზინი გადაასხა და მისი დაწვა სცადა, პოლიციას დღეს დილით თავად ჩაბარდა.
კაკიაშვილზე გერმანიაში ძებნა გუშინ, 16 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, რა განაცხადა მან ჩვენებაში.
რაც შეეხება დაზარალებულ ქალს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
თენგო კაკიაშვილმა საკუთარი ცოლის მოკვლა 16 მარტს გერმანიის ქალაქ გერაში სცადა. მან ქალს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
აღსანიშნავია, რომ ცოლ-ქმარს დაპირისპირება აქამდეც ჰქონდათ.