spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

5 ივლისის საქმეზე ადმინისტრაციულ საქმეთა ნაწილის წარმოება შეწყდა

5 ივლისის საქმეზე ადმინისტრაციულ საქმეთა ნაწილის  წარმოება შეწყდა. საუბარია ძალადობრივი ჯგუფის იმ წევრებზე, რომლებსაც გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. 

 

ადვოკატ ანა ჟღენტის თქმით, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს მიეცათ საშუალება დაემტკიცებინათ თავიანთი უდანაშაულობა, მათ მიმართ სასამართლოში ადმინისტრაციული საქმეები შეწყდა. 

 

ადმინისტრაციული წარმოება 100-ზე მეტ პირზე იყო  დაწყებული, მათ ნაწილს ჯარიმა დაეკისრა, ნაწილის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, მიზეზი პოლიციელთთა მხრიდან საკმარისი მტკიცებულებების წარუდგენლობა იყო, თუმცა ძალადობის ფაქტები კამერების წინ ფიქსირდებოდა. 

 

5 ივნისის საქმეზე  რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა. საქმის განხილვა  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები