spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

5 ივლისს დაშავებული ოპერატორი ილია თვალიაშვილი ისევ კლინიკაში გადაიყვანეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი, რომელიც 5 ივლისს, ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა, ისევ კლინიკაში გადაიყვანეს. მას თვალის ქიმიური დამწვრობა და თავის ძლიერი ტკივილები აქვს. 

 

“მომართა კავკასიის მედიცინის ცენტრს გეგმიურად, ამბულატორიულ კონსულტაციაზე თავის ტკივილით. ამჟამად, პაციენტი თავს გრძნობს კარგად, არის სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად მოხდა მისი დაკვირვება შემდგომი ლაბორატორიული, დიაგნოზტიკური გამოკვლევების განხორციელება სტაციონალური დაკვირვების ქვეშ”- განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ.

 

ილია თვალიაშვილი კლინიკიდან გაწერილი იყო, თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები