spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში დღეს მერებს აირჩევენ

დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება. მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს. 

 

ცესკოს ინფორმაციით, მეორე ტურისთვის გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი; ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს.

 

მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.

 

ორი ოქტომბრის მსგავსად, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ისევ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით მისცემენ.

 

“ცესკოს გადაწყვეტილებით, მეორე ტურზეც განხორციელდება ბიულეტენების დათვლის აუდიო-ვიდეო გადაღება ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, საერთო ჯამში – 1750 უბანზე. ასევე გადაღებული იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული საარჩევნო უბნების მონაცემების გადათვლის პროცესიც.

 

არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია გაუგრძელდა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციასა და მედიას. 

 

აღსანიშნავია, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებს გაზრდილი რაოდენობით დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეები. 

 

რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 5 309 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 35 198 და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 102 დამკვირვებელი; ასევე 119 მედიაორგანიზაციის  3 711 წარმომადგენელი”, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.

 

საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები