უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 188 410 (+640) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 27.04.2023-მდე: ტანკები – 3694 (+2), ჯავშანტექნიკა – 7178 (+16), საარტილერიო სისტემები – 2 887 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 542 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 293 (+1), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 294 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2461 (+21), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5805 (+13), სპეციალური ტექნიკა – 352 (+0).
რუსეთის ჯარებმა 27 აპრილის ღამეს მიკოლაივში მაღალსართულიან შენობაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები.