spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

500-ზე მეტი ოკუპანტი და 33 დრონი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 235530 (+510) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 12.07.2023-მდე: ტანკები – 4090 (+1), ჯავშანტექნიკა – 7990 (+7), საარტილერიო სისტემები – 4402 (+17), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 674 (+2).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 415 (+1), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 310 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3726 (+33), ფრთოსანი რაკეტები – 1271 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  6978 (+12), სპეციალური ტექნიკა – 647 (+7).

 

გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე, გასულ დღეს 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები