უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 199 460 (+580) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 15.05.2023-მდე: ტანკები – 3759 (+3), ჯავშანტექნიკა – 7336 (+11), საარტილერიო სისტემები – 3137 (+21), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 562 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 316 (+2), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 294 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2720 (+24), ფრთოსანი რაკეტები – 973 (+3). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 6034 (+16), სპეციალური ტექნიკა – 407 (+3).
გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში აღმოსავლეთში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის 46 შეტაკება მოხდა.