უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 290050 (+620) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 18.10.2023-მდე: ტანკები – 4981 (+2), ჯავშანტექნიკა – 9420 (+15), საარტილერიო სისტემები – 6944 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 814 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 547 (+0), თვითმფრინავები – 319 (+1), ვერტმფრენები – 323 (+6), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5301 (+10), ფრთოსანი რაკეტები – 1534 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 9303 (+10), სპეციალური ტექნიკა – 982 (+0).