უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 22 800 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 28.04-მდე:
ტანკები – 970, ჯავშანტექნიკა – 2389, საარტილერიო სისტემები – 431, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 151, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 72, თვითმფრინავი – 187, ვერტმფრენები – 155, საავტომობილო ტექნიკა – 1 688, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 8, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 215, სპეციალური ტექნიკა – 31, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.