spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის ნაწილი სასამართლომ დააკმაყოფილა

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის ნაწილი სასამართლომ დააკმაყოფილა. საქმეს მტკიცებულებად დაერთვება სამედიცინო ექსპერტების დასკვნა. 

 

კერძოდ, საქმეს მტკიცებულების სახით დაერთვება სახალხო დამცველის დასკვნა და  ცენტრ “ემპათიის” მიერ გაცემული დასკვნა.  რაც შეეხება საჯარო განცხადებებს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულს, რომ მიხეილ სააკაშვილი თუ ასე გააგრძელებს, მას საქმეები კიდევ დაემატება,  მოსამართლეთა კოლეგიამ მტკიცებულების სახით არ დაურთო საქმეს და როგორც ცნობა,  ისე მიიღო.

 

წარმოდგენილ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. 7 ნოემბრის საქმესთან  ხსენებულ დასკვნები კავშირში  არაა. პროკურორის თქმითვე, აღნიშნულ დასკვნებს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

 

ადვოკატები ასევე 7 ნოემბრის საქმეზე  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას დაკითხვას ითხოვენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები