spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

70-ზე მეტი სახელმწიფო ავღანეთში შექმნილ ვითარებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურება

70-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

 

“უსაფრთხოების გაუარესებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცეს და შეუწყოს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების და ავღანელების უსაფრთხო და მოწესრიგებულ გამგზავრებას, რომელთაც სურთ ქვეყნის დატოვება.

 

ავღანეთში ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მქონე პირებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დაცვისა და უსაფრთხოების და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენისათვის.

 

ავღანელებსა და საერთაშორისო მოქალაქეებს, რომელთაც სურთ გამგზავრება, უნდა მიეცეთ ამის საშუალება; გზები, აეროპორტები და საზღვრის გადაკვეთა ღია უნდა იყოს და სიმშვიდე უნდა შენარჩუნდეს.

 

ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს დაცულად, უსაფრთხოდ და ღირსეულად. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებაში მზად ვართ მათ დასახმარებლად”,- აღნიშნულია განცხადებაში

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები