უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 643 750 (+1330) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.09.24-მდე: ტანკები – 8784 (+16), ჯავშანტექნიკა – 17 252 (+30), საარტილერიო სისტემები – 18 414 (+81), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1197 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 949 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 328 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 15 699 (+71), ფრთოსანი რაკეტები – 2595 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 25 102 (+79), სპეციალური ტექნიკა – 3145 (+1).