უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 622 720 (+1170) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.09.24-მდე: ტანკები – 8631 (+7), ჯავშანტექნიკა – 16 878 (+9), საარტილერიო სისტემები – 17 745 (+20), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1178 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 941 (+1), თვითმფრინავები – 368 (+0), ვერტმფრენები – 328 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 14 732 (+74), ფრთოსანი რაკეტები – 2 587 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 24 116 (+72), სპეციალური ტექნიკა – 3037 (+13).